დიმიტრი ლორთქიფანიძე: „მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქცენტები უნდა გააკეთონ  კონკრეტულ საანგარიშო დასკვნებში“

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქცენტები უნდა გააკეთონ კონკრეტულ საანგარიშო დასკვნებში“

2014 წლის 21 მაისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე კონიაკის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მაცხოვრებელების პრობლემების მოსმენის შემდეგ დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის  გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით:

„მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გააკეთონ აქცენტები კონკრეტულ საანგარიშო დასკვნებში. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როდესაც წარდგენები იყო მერობის კანდიდატებისა პირდაპირ ეთერებში, ვინ რა დროის მონაკვეთით სარგებლობდა. ჩვენი ძალიან სერიოზული 45 წუთიანი წარდგენა, რომელზეც ჩვენი პროგრამული დებულებებიც წარმოვადგინეთ  გაშუქდა მხოლოდ 17 წამის მანძილზე, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქება ხდებოდა 40 წუთიან რეჟიმში ერთდროულად რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ. არაფერს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან მოქმედებებზე, როდესაც პრემიერი ახორციელებს სოციალური პაკეტების პრეზენტაციას მაჟორიტარი დეპუტატების ფონზე და ამას აქვს 45 წუთიანი უწყვეტი ნონ-სტოპის რეჟიმი. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არათანაბარ პირობებში გვაყენებს კანდიდატებს.“