სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსულიშვილის ქუჩაზე, შპს "მერკადოს" აგრარული ბაზრიდან დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს. ხორცი არ იყო დადამღული, არ ჩატარებია ვეტერინარული შემოწმება, რის გამოც, სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით.
ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის დაჯარიმდა ასევე ფონიჭალაში მდებარე ი.მ "გიამადინ ფაშაევის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი.
ხორცი ამოღებულია და კანონის შესაბამისად განადგურდება.