ასე გამოეხმაურა კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით:
„მე არ მგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ 2 მილიონი ლარი შესწირა იმ პარტიას, რომლის უკანაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას. სამწუხაროდ, ის ტენდენცია, რომ ადამიანებს და განსაკუთრებით ბიზნესმენებს ეშინიათ ღიად შემოწირულობების დაფიქსირება მაინც შენარჩუნებულია. ჩვენს პარტიას ჰქონდა გარკვეული ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული თანხიდან. არის სხვა შემოწირულობებიც, მაგრამ არა იმდენი რამდენიც არჩევნებს სჭირდება. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოალიციის წევრების კომპეტენტურობა, გამბედაობა და შეუპოვრობა გადაწონის ფინანსების არქონას.“