საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას შეხვდა

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და სხვა სფეროებში გაწეული დახმარებისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელიც საფრანგეთმა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში შეასრულა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, კერძოდ უკრაინაში შექმნილ კრიზისს.

პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, გამოითქვა სურვილი გაღრმავდეს თანამშრომლობა ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შეხვედრისას განხილული თემები პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.