„ჯიარდისი

„ჯიარდისი" საერთაშორისო სამთო კურორტი შექმნის პროექტს იწყებს

დღეს, 13 მაისს, "ჯიარდისი ჯგუფის" პრეზიდენტი, მამუკა ხაზარაძე და საზოგადოება „ორექს ლუაზირის" (საფრანგეთი) პრეზიდენტი ფილიპ ლებრასორი გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სამთო სათხილამურო საკურორტო ზონის შექმნა.

მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, ბატონი ფრანსუა ოლანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.