ექსკლუზიურად ხდება ცნობილი ,,ელიტ ელექტრონიქსის’’ შემოწმების დეტალები. კომპანიას საგადასახადო შემოწმების შედეგად 2007 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადების და საურავის სახით ჯამში 6 მილიონ 225 ათას 339 ლარი დაეკისრა. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში კომპანიას ანზორ ქოქოლაძე მართავდა.
კომპანიამ დარიცხული თანხა შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში გაასაჩივრა, საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და აღნიშნულის გათვალისწინებით, “ელიტ ელექტრონიქსისთვის” დაკისრებულ თანხას 2 მილიონ 491 ათას 124 ლარი გამოაკლო.
ამასთან, კომპანიას დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება გადასახდელი თანხის თავიდან დაანგარიშება. ინფორმაციისთვის: ,,ელიტ ელექტრონიქსს’’ ბანკების მიმართ რამდენიმე მილიონის დავალიანება აქვს და რამდენიმე წელია რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობს.