ლიბერთი ბანკის წამახალისებელი აქცია City Pass ბარათის მომხმარებლებისათვის

ლიბერთი ბანკის წამახალისებელი აქცია City Pass ბარათის მომხმარებლებისათვის

ქ. რუსთავის მერიამ, რუსთავის მუნიციპალურმა ავტოსატრანსპორტო საწარმომ და ლიბერთი ბანკმა ქ. რუსთვის მუნიციპალურ ტრანსპორტში წარმატებით დანერგეს მგზავრობის ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც გულისხმობს მგზავრობის ღირებულების ლიბერთი ბანკის City Pass სამგზავრო ბარათებით უნაღდო გადახდას.

2014 წლის 7 მაისის მდგომარეობით, დარიგებულია და მიმოქცევაშია 12,000-ზე მეტი City Pass სამგზავრო ბარათი, რომლითაც განხორციელდა 120,000-ზე მეტი გადახდა.

City Pass ბარათების მოხმარების წახალისების მიზნით, ლიბერთი ბანკმა 2014 წლის აპრილის თვეში დააწესა საჩუქარი ყოველი მე-5,000 მგზავრისთვის, რომელმაც მგზავრობის საფასური City Pass ბარათით გადაიხადა. ამ ეტაპზე უკვე გამოვლენილია 19 პრიზიორი, რომელთაც გადაეცათ კუთვნილი პრიზები. ლიბერთი ბანკი ქ. რუსთავის მერიასთან და სამგზავრო კომპანიასთან ერთად კვლავაც გააგრძელებს City Pass ბარათის გამოყენების წახალისებას. ინფორმაცია შემდეგი აქციების შესახებ საზოგადოებას მედიის საშუალებით ეცნობება.

City Pass ბარათის სხვა აღსანიშნავ უპირატესობებს წარმოადგენს:

მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ City Pass ბარათით და მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება 100-ზე მეტ მერჩანტთან, რომელთა რიცხვი ყოველდღე იზრდება (მერჩანტების განახლებული სია იხილეთ ვებ გვერდზე http://cheap.ge)

ბარათის მფლობელები შეღავათიანი ტარიფით გადაიხდიან კომუნალურ და სხვა ტიპის გადასახადებს ვებ გვერდიდან http://smartivi.ge

მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდისას აღარ იბეჭდება დამატებით ქაღალდის ბილეთი, რაც ანგარიშსწორებას უფრო კომფორტულსა და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოს ხდის

სამგზავრო ბარათების  - City Pass მიღება შესაძლებელია ქ. რუსთავში განთავსებულ ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში და ასევე მობილურ სერვის ცენტრებში უფასოდ.

City Pass ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელია შემდეგი არხებით:

ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრების საშუალებით

NOVA- ს სწრაფი გადახდის აპარატებით (ფეიბოქსი)

TBC Pay- ს სწრაფი გადახდის აპარატებით

ნებისმიერი ბანკის VISA/MasterCard ბარათებით, ვებ გვერდიდან Smartivi.ge

საბანკო ჩარიცხვით (სოციალურად დაუცველ ჯგუფებს მგზავრობის საფასურს ჩაურიცხავს შესაბამისი სახელმწიფო სამსახური)

eMoney ელექტრონული საფულის საშუალებით