კომპანია „ნატახტარის“ ლაბორატორიამ ISO 17025:2005 სისტემის აკრედიტირების პროცესი წარმატებით გაიარა.
პროცესში ჩართული იყო კომპანიის ლაბორატორიის მთელი პერსონალი, რომლის ფარგლებში საწარმოს ეწვივნენ საერთაშორისო ლაბორატორიის ექსპერტები. მათი უშუალო მონაწილეობით საწარმოს ლაბორატორიაში 3 დღის განმავლობაში ჩატარდა სპეციალური აუდიტი. შედეგად, ლაბორატორიას ISO 17025:2005 სისტემის დამადასტურებელი აკრედიტაცია მიენიჭა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პროდუქციას (ლუდი და ლიმონათი) უკვე აკრედიტირებული ლაბორატორია შეამოწმებს, რომლიც ISO 17025:2005 სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„როდესაც კომპანიას ამ დონის ლაბორატორია გააჩნია, ეს უკვე მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს ბაზარზე, ეს საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს მეზობელ და სხვა უცხოურ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას. კერძოდ, ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული გამოცდების შედეგების აღიარება, აქ შემოწმებული პროდქუციის მიღება ბევრად უფრო მარტივად ხდება სხვა ქვეყნების მიერ. აკრედიტაცია ასევე ხელს უწყობს ლაბორატორიებსა და სხვა სააგენტოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის პროცესს,“ - აკრედიტაციის დადებით მხარეებზე საუბრობს კომპანია
„ნატახტარის“ ხარისხის უზრუნველოყოფის უფროსი მარინა ჭიღლაძე.
„ნატახტარი“ საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ლუდის წარმოების სფეროში ISO 17025:2005 სტანდარტის დამადასტურებელი აკრედიტაცია მიიღო. ეს არის სტანდარტი ლაბორატორიისთვის, რათა მათ შეძლონ იმის დემონსტრირება, რომ მუშაობენ არა მარტო ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად, არამედ ფლობენ პროფესიულ უნარებს და შეუძლიათ ტექნიკური თვალსაზრისით დასაბუთებული ანალიზის შედეგების მიღება.