რუსთაველის თეატრში თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული და უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაესწრნენ. რუსთაველის თეატრში ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები.
ღონისძიება ანსამბლმა „შვიდკაცამ“ გახსნა, რის შემდეგაც სცენა სუხიშვილების ნაციონალურმა-ბალეტმა დაიკავა.
საკონცერტო პროგრამა ერთ საათს გაგრძელდა. რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად რესტორან „ფუნიკულიორში“ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური ვახშამი გამართა.