თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივითა და კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" მხარდაჭერით, რომელიც ხუდონჰესის პროექტის განმხორციელებელია, 6-8 მაისს სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 77 ეროვნების სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის სახეობებში. ჩატარდება კონცერტი და წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამზარეულოების ფესტივალი.
სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი 6 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნება და 8 მაისს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სტუდენტი ახალგაზრდობის ხელშეწყობას ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის დასანერგად.