სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  „სამოქალაქო დარბაზის“ მეორე სხდომა გამართა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „სამოქალაქო დარბაზის“ მეორე სხდომა გამართა

სასტუმრო "ბომონდ გარდენში" სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შექმნილი  „სამოქალაქო დარბაზის“ მეორე სხდომა გაიმართა.

სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ დანელია ესწრებოდა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჩეკურაშვილმა "სამოქალაქო დარბაზის" წევრებს 2014 წლის I კვარტალში სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე   მიმდინარე წლის  II კვარტლის სამოქმედო გეგმაც განიხილეს.  ასევე, იმსჯელეს ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში"  შესული ცვლილებების შესახებ. შეხვედრის ბოლოს   გაიმართა დისკუსია. 

მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა უფლებების  დაცვის, ასევე  მოქალაქეთა სათანადოდ ინფორმირებისათვის, გასული წლის დეკემბერში სურსათის ეროვნული  სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა „სამოქალაქო დარბაზი“. 

"სამოქალაქო დარბაზში" გაერთიანებული არიან ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გასული წლის დეკემბერში მემორანდუმზე ხელმოწერით  დაადასტურეს. ,,სამოქალაქო დარბაზის“ წევრები პერიოდულად იკრიბებიან და განიხილავს აქტუალურ და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს.