პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მორიგი შეხვედრა პრობაციონერებთან კახეთში გამართა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მორიგი შეხვედრა პრობაციონერებთან კახეთში გამართა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი რეგიონებში პრობაციონერებთან ტრადიციულ შეხვედრებს განაგრძობს. იმერეთისა და გურიის შემდეგ, საინფორმაციო „მრგვალი მაგიდა“ მან ამჯერად უკვე თელავში, კახეთის რეგიონში აღიცხვაზე მყოფ პრობაციონერებთან და მათი ოჯახის წევრებთან გამართა.

შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ისაუბრა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ სიახლეებზე, კერძოდ, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს შექმნის მნიშვნელობაზე, აგრეთვე, პირობით მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე და კანონით გათვალისწინებულ შეღავათებზე. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პირობით მსჯავრდებულთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და მათ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, კვალიფიციური რჩევები მისცა.

გიორგი არსოშვილის განცხადებით, მან ადგილზე მოისმინა პრობაციონერთა საჭიროებები და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტები უშუალოდ უკავშირდება ამ საკითხების მოგვარებას და პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას.