საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიწვევით სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხუთდღიან სასწავლო პროგრამაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, სტრატეგიას, ინტერვენციებსა და პასუხისმგებლობებს ეხება.
კურსი განკუთვნილია მაღალი რანგის ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის და მისი მიზანია დაეხმაროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვასა და განმტკიცებაში. პროგრამას უძღვება ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი, პედრო სატურნო (MD, DRPH).
სწავლება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, USAID Sustain პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც John Snow Inc. ახორციელებს.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას უწევს.