მუდმივმოქმედმა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

მუდმივმოქმედმა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2014 წლის 28 აპრილს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც 16 პირობით მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გაუუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლეობა, 4 პირს კი აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, კომისიამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომლის შეფასების შედეგად, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირს აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები.

განხილვისას, კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა გაუარესებული ჯანმრთელობის მქონე და ხანდაზმულ პირობით მსჯავრდებულებს, აგრეთვე ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოვლენილი დაბალი რისკის მქონე სხვა პირთა შუამდგომლობებს. ამ ეტაპზე, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირთა განცხადებები, რომლებიც წარსულში არიან ნასამართლევი და საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.