სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების 2014-2017 წლების სტრატეგიის შემუშავება დაიწყო, რომელიც მიმდინარე 18 თვიანი რეფორმის დასრულების შემდეგ გააქტიურდება.
ახალი სტრატეგიის შემუშავებაში სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველი და უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი სამოქალაქო საზოგადოებასთან შეთანხმდება.
რაც შეეხება, 2013-2014 წელს განხორციელებულ რეფორმას, მის დამოუკიდებელ შეფასებას სასჯელაღსრულების სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს და საზოგადოებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, საჭიროებებს და გამოწვევებს გააცნობს.