იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კვების პროდუქტების მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს ახალ, გამარტივებულ მომსახურებას სთავაზობს. ახალი ვებ-პორტალის საშუალებით მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასა და რეალიზაციასთანაა დაკავშირებული, შესაძლებლობა ეძლევათ ონლაინ შეცვალონ საწარმოს საქმიანობის შესახებ უკვე რეგისტრირებული ინფორმაცია (დაამატონ ან გააუქმონ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც აწარმოებენ).
შესაბამისად, იარსებებს სურსათის მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების ერთიანი ბაზა, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემის განსაზღვრასა და რისკის მართვას შეუწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებულ საწარმოებში. შესაბამისად, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს საშუალება დაურეგისტრირებელ საწარმოში შევიდეს და კონტროლი განახორციელოს. ეს კი ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებული საერთო ინფორმაციას არ გვაძლევს.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფოს განსაკუთრებული დაცვის ობიექტია ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაბამისად, ამ მხრივ პრიორიტეტულია მათი საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი.
მეწარმეთათვის პორტალზე რეგისტრაცია უფასოა.
პორტალის მისამართია: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=auth_dialog