სოფლის  მეურნეობის  სამინისტროში  კომპანია  PHILIPS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანია PHILIPS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია   ჰოლანდიური კომპანია „როიალ ფილიპსის“ (ROYAL PHILIPS) აღმასრულებელ დირექტორს ჰარი ჰენდრიქსს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

შეხვედრაზე, კომპანია PHILIPS-ის წარმომადგენლებმა საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შალვა ფიფიამ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავებული პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით,  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს ჰარი ჰენდრიქსმა აღინიშნა, რომ კორპორაცია „ფილიპსი“ საქართველოში რეგიონალურ ოფისს  გახსნის, საიდანაც კომპანიის პროდუქციის დისტრიბუცია და სერვისებით მომსახურების უზრუნველყოფა  მოხდება  როგორც  სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ROYAL PHILIPS-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰარი ჰენდრიკი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს.