აკრედიტაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში

აკრედიტაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში

გაცნობებთ, რომ ვინაიდან გამოცხადდა საქართველოს  თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები, დაინტერესებულმა მხარეებმა ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს უბნებზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცენტრალური საარჩევნო კომისია ან საოლქო საარჩევნო კომისიები) უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

მედიაორგანიზაციებმა ცესკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიებში უნდა წარადგინონ რეგისტრაციის მოთხოვნის განცხადება (შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციის მდივნის სახელზე), ასევე აკრედიტაციის მსურველი ჟურნალისტების სია და მათი პირადობის მოწმობების ასლები. განცხადება აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ( 12 ივნისი, 18:00 სთ);

რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მათ რეგისტრაციაში გატარების მიზნით შესაბამის საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (5 ივნისი, 18:00 საათი)

საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა ( 8 ივნისი, 18:00 საათი).

საარჩევნო ადმინისტრაცია  ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს დროულად გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია/აკრედიტაცია, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა ყველანაირი შეზღუდვის გარეშე დააკვირდნენ საარჩევნო პროცესებს.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაცია/აკრედიტაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

მედია

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები