ღია წერილი საოლქო საარჩევნო კომისიებს

ღია წერილი საოლქო საარჩევნო კომისიებს

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ყოველი წარმატებულად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაღრმავებას. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს საქმეს და ყოველთვის მზად ვიყოთ გამოწვევებისთვის.

26-30 აპრილს თქვენ ირჩევთ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდებით და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად აირჩევთ მცოდნე, გადაცდომების არმქონე, მიუკერძოებელ პირებს, სამაგალითო პროფესიული გამოცდილებით.

მჯერა ამ პროცესს კარგად გაართმევთ თავს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი.