არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებას ორგანიზაცია „გლობალ ბრიჯი“-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებას ორგანიზაცია „გლობალ ბრიჯი“-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

2014 წლის 22 აპრილს, არასრულწლოვანთა N11  დაწესებულებას არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალ ბრიჯი“-ს წარმომადგენლები ეწვივნენ და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.

„გლობალ ბრიჯი“-ს თავმჯდომარის, გიორგი ელიბეგოვის თქმით, ორგანიზაცია წელს უკვე მეორედ სტუმრობს N11 დაწესებულებას და წარმატებული თანამშრომლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, მომავალშიც გაგრძელდება.