სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები მოუმზადეს. საჩუქრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა რუსთვაში მცხოვრებ პირობით მსჯავრდებულებს, ი. მ-ს და დ. კ-ს ოჯახში მიართვეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს.

ანალოგიური აქციები გაიმართა საქართველოს სხვა რეგიონებშიც - პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სააღდგომო საჩუქრები სოციალურად დაუცველ კიდევ 20 პრობაციონერს გადასცეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულთა დასახმარებლად ხშირად მართავს საქველმოქმედო აქციებს.