ადგილობრივი  საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის  გადაწყვეტილებით 69 მსჯავრდებული გაავისუფლდა

ადგილობრივი საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით 69 მსჯავრდებული გაავისუფლდა

2014 წლის 16, 17 და 18 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი  საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები გაიმართა. მათი  გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები 69     მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის  7 ქალბატონია.

სხდომებზე  770-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე - სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.

შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

2012 წლის   ოქტომბრიდან  დღემდე  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2888 მსჯავრდებული გათავისუფლდა,  მათ შორის 325 ქალი და 46 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც,  2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ  841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორი