განახლებული კაიზერი  -  გამორჩეული და საუკეთესო ხარისხის ბავარიული ლუდი!

განახლებული კაიზერი - გამორჩეული და საუკეთესო ხარისხის ბავარიული ლუდი!

ლუდი ბავარიელთა ყოფა-ცხოვრებაში

ლუდი Kaiser-ის ისტორია 1522 წლიდან იწყება, როდესაც პრინც ეპისკოპოსმა Bamberg-დან Weigand von Redwitz-მ გამოსცა ოფიციალური ლუდის ხარშვის ნებართვა სოფელ Neuhaus-ში.

პერიოდულად გერმანიის სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა ტრადიციული ლუდის ფესტივალები. ერთ-ერთი შეჯიბრის გამარჯვებულად ბავარიის გარეუბანში მცხოვრები ლაუსის საგვარეულო რეცეპტით დამზადებული ლუდი გამოვლინდა . ლუდი აღიარეს როგორც სამეფო ლუდი. 1929 წელს ლუდ კაიზერს ოფიციალური კომერციული რეგისტრაცია მიენიჭა და დღეს დღეისობით მისი ქარხანა წარმოდგენილია კომპანია Kaiser Bräu GmbH & Co.KG, - ის სახით, Neuhaus-ში.

ლუდს  ბავარიელთა ყოფა-ცხოვრებაში განსაკუტრებული ადგილი უჭირავს. ამიტომაც გერმანული ლუდსახარშების დაახლოებით ნახევარი ბავარიაში მდებარეობს. სტატისტიკაც შესაბამისია,

ბავარიაში ორჯერ მეტი ლუდსახარშია, ვიდრე  ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში და დანარჩენ გერმანიაში. ბავარიის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი, ფრანკონია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რამდენადაც აქ მსოფლიოში ლუდსახარშების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღნიშნება - ქალაქ ბამბერგიდან ასი მილის რადიუსში დაახლოებით  100 ლუდსახარში მდებარეობს. მათთვის, ვისაც უყვარს როგორც ლუდი ისე რიცხვები ამგვარად ბევრი მაჩვენებლის რაოდენობრივი განსაზღვრაა შესაძლებელი ლუდისა და ლუდსახარშების მხარეში.

დღესდღეობით ბავარიაში დაახლოებით 640 მოქმედი ლუდსახარშია. მათ შორისაა მცირე ლუდხანები, რომლებიც ლუდს აწარმოებენ მხოლოდ საკუთარი შენობიდან გაყიდვის მიზნით, მცირე და საშუალო ლუდსახარშები, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან  ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებს და ასევე დიდი ლუდსახარშები მათ შორის ზოგიერთი ტრანსნაციონალური კონგლომერატის შვილობილი კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქტს მსოფლიოს მასშტაბით ყიდის. ზოგადად ევროპულ კონტექსტში ბავარიული ლუდსახარშების რაოდენობა კიდევ უფრო განმაცვიფრებელია.

დღესდღეობით ბავარიაში ლუდსახარშების დიდი რაოდენობის მიუხედავად, წარსულში მათი რაოდენობა გაცილებით  დიდი იყო. ლუდსახარშების რაოდენობა ნახევარი საუკუნის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით შემცირდა.

დღეს  ბავარიული ლუდსახარშები აწარმოებენ 4,000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პროდუქციას, რომელიც ლუდის ოთხ ათეულ სხვადასხვა  ტიპს შორის ნაწილდება, ყველა მათგანი წყლის, ალაოს, სვიისა და საფუარის გარდა არაფერს შეიცავს. გერმანიაში ლუდის ხუთი სახეობიდან ოთხი ბავარიაში იწარმოება. ბავარიის რესპუბლიკა ასევე წარმოადგენს Weizenbier -ის ანუ ხორბლის ლუდის სამშობლოს და აქვე მდებარეობს უდიდესი Weizenbier -ის ლუდსახარშიც.

ერთი სიტყვით, არცერთ სხვა მხარეს დედამიწაზე არ გააჩნია ბავარიაზე ხანგრძლივი ლუდის ხარშვის ტრადიცია. ბავარიაში შეგვიძლიათ ვნახოთ  ევროპაში ლუდის ხარშვის უძველესი მტკიცებულებები  - ჩვ. წ . აღ-მდე 800 წლით დათარიღებული კელტური ლუდის ამფორა, ასევე შემორჩენილი,  ალაოს უძველესი  საწარმო და ლუდსახარში, სადაც ლუდი თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება. საწარმო კი  თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვის 179 წლით (ბავარიის ოკუპაციის პერიოდი რომაელთა მიერ).

ბავარიაში ლუდი სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში სხვაგან არსად არ იგრძნობა ისეთი მჭიდრო კავშირი ხალხსა და ლუდს შორის როგორც ბავარიაში. ლუდი და ბავარია თითქმის სინონიმებია. ამგვარად ბავარიული ლუდსახარშები მარტო კომერციული საწარმოები როდია; ისინი ასევე კულტურის აუცილებელი ნაწილის მცველებიც არიან.

ლუდი  ყველგან სასიამოვნო სასმელად ითვლება. საშუალოდ ბავარიელი დაბადებიდან სიკვდილამდე წელიწადში დაახლოებით  150 ლ ლუდს მოიხმარს, რითაც ბავარია გერმანიის მხარეებს შორის ლუდის მოხმარების სიის სათავეშია.

ზაფხულში ყველა გზა საბოლოოდ ლუდის ბარისკენ მიდის.  სწორედ აქ ელოდება ძალზე პოპულარული და ყვითელ ოქროდ წოდებული გამაგრილებელი სასმელი როგორც ტურისტებს ისე ადგილობრივ მაცხოვრებლებს. სწორედ აქ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ბევრი ბავარიელი ირჩევს დასვენებას მეგობრებთან და კათხა ლუდთან ერთად.

ბავარიული ლუდი განსაკუთრებულად უყვართ საქართველოშიც. „გემრიელი, მსუბუქი და სასიამოვნო დასალევი...“ - ასე ახასიათებენ  ქართველი მომხმარებლები ლუდი Kaiser-ს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლზე განახლებული შეფუთვით გამოჩნდა.