გამომცემლობა „პალიტრა L“-მა  სააღდგომოდ მსჯავრდებულებს წიგნები გადასცა

გამომცემლობა „პალიტრა L“-მა სააღდგომოდ მსჯავრდებულებს წიგნები გადასცა

გამომცემლობა „პალიტრა L“-მა  აღდგომის დღესასწაულსა და და „მედია პალიტრის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით   მსჯავრდებულებს საჩუქარი გაუკეთა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 80 დასახელების  700-ზე მეტი წიგნი გადასცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლის ნინო გელაშვილის განცხადებით,  გამომცემლობა „პალიტრა L“ აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს  წლების განმავლობაში გადასცემს სხვადასხვა წიგნებს.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო დეკანოსიძემ აღნიშნა, რომ გამომცემლობა  „პალიტრა L” მსჯავრდებულებს  ყოველწლიურად გადასცემს  წიგნებს საჩუქრად.

„პალიტრა L” –მა წელს  ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით # 19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულების ბიბლიოთეკას გადასცა წიგნები.  გამომცემლობისაგან  ასევე წიგნები მიიღო საჩუქრად არასრულწლოვანთა დაწესებულებამაც.