პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციონერი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს

პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციონერი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს

პრობაციის ეროვნული სააგენტო სოციალურად დაუცველ  პირობით მსჯავრდებულ სტუდენტს უნივერსიტეტში ერთი აკადემიური წლის საფასურს გადაუხდის. ამ გადაწყვეტილების შესახებ მ. ც.-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა პირადად  აცნობა.

ქუთაისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულ მ. ც.-ს მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ მისი ოჯახი მატერიალურ გაჭირვებას განიცდის. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის  ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები 2013 წელს ჩააბარა. პირველი კურსის სტუდენტმა სწავლა საკმაოდ წარმატებით დაიწყო, თუმცა საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად ეხმარება სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს და მათი რესოციალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.