საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსის შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ეუთოს კომისარი საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებას გაეცნო. ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მხრივ, ასტრიდ თორსი პრეზიდენტის ხედვითაც დაინტერესდა და რეგიონებში უმცირესობების პირობებზე გაამახვილა ყურადღება.
ეუთოს უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ იგი დადებითად აფასებს პრეზიდენტის დამოკიდებულებას და სახელმწიფო პოლიტიკას ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ხვდება სხვადასხვა ჯგუფებს და ზრუნავს მათზე“.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის პირადი მრჩეველი სიპრა რაუტიო, სექციის უფროსი სამართლებრივ საკითხებში ვინსენტ დე გრააფი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კაუპო კანდი ესწრებოდნენ.