სს „წყალი მარგებელი“ აგრძელებს პროექტს „განათლებული მომავლისთვის“

სს „წყალი მარგებელი“ აგრძელებს პროექტს „განათლებული მომავლისთვის“

სს „წყალი მარგებელი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე, წინსვლასა და წახალისებაზე ზრუნავს. ამ მიზნით, კომპანია   პროექტს „განათლებული მომავლისთვის“ წელსაც აგრძელებს.

წელს, განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ეროვნული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით,  „წყალი მარგებლი“ ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამ მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში ორიკვირიანი ენის კურსით დააჯილდოვებს. ინგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს, ექსკურსიებისა და სხვა სახის აქტივობებს კომპანია დააფინანსებს.

ეროვნული ოლიმპიადის საბოლოო შედეგები 2 მაისს გახდება ცნობილი.