მსჯავრდებულის საჩივარს სასჯელაღსრულების სამინისტრო პასუხობს

მსჯავრდებულის საჩივარს სასჯელაღსრულების სამინისტრო პასუხობს

გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ თითქოს მსჯავრდებულ ბ. ო.-ს არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა არაობიექტურია. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მყოფ პატიმარს ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, და ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ფსიქიატრიული მკურნალობა მას სრულად ჩაუტარდა 2013 წელს 3 თვის განმავლობაში. 

მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა N8 დაწესებულებაში, სადაც მისი მკურნალობა ამბულატორიულად გრძელდება. ამ ეტაპზე მისი პრეტენზიები უკავშირდება მედიკამენტ „კარბამაზეპინის“, მოთხოვნას, რომელსაც იგი ადრე იღებდა და რომლის ნაცვლად ამჟამად ექიმის დანიშნულებით მიეწოდება მედიკამენტი „დეპარკინი“. მას განემარტა, რომ შეუძლია მოიძიოს მეორე სამედიცინო აზრი მისი ნდობით აღჭურვილი ექიმის მხრიდან, რომელიც შეაფასებს მისი სამკურნალო დანიშნულების მართებულობას. აღნიშნული შესაძლებლობით პატიმარს არ უსარგებლია.  მსჯავრდებული ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.