მსჯავრდებულს აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა

მსჯავრდებულს აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა

2014 წლის 8 იანვარს, მსჯავრდებულ გ. ი-ს აკრძალული საგნის შენახვა-სარგებლობა-ტარების ფაქტზე ბრალი წარედგინა. სასჯელის სახით ქმედებაზე გათვალისწინებულია 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 5 დეკემბერს მსჯავრდებული გ.ი. სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებიდან სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს თბილისში, ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. გ.ი-მ საავადმყოფოში ყოფნისას, მოითხოვა საპირფარეშოში შესვლა, სადაც წყლის ავზიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და შეინახა.  აღნიშნული დროულად შენიშნეს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა და ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების შედეგად მსჯავრდებულს აკრძალული ნივთი ჩამოართვეს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტში იმავე დღეს სსკ-ის 3782-ესმუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვას, სარგებლობასა და ტარებას გულისხმობს.