პარლამენტის ყოფილი სპიკერის, სახალხო-პატრიოტული კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ გოგუაძის აზრით, აშშ საქართველოს მოსახლეობას მისი ერთ-ერთი კოლონიის მოქალაქეებად განიხილავს.
„საქართველოს პარლამენტმა 1996 წელს აშშ-თან დადებული ისეთი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ძალითაც, რუსთაველის პროსპექტზე ამერიკელმა ჯარისკაცმა ქართველები რომ დახოცოს, მას პოლიციაშიც ვერ წაიყვანენ“, - განმარტავს გოგუაძე.