გუშინ ლონდონში პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიალი British Fashion Awards გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალს "მოდის ოსკარსაც" უწოდებენ.
ეს ცერემონიალი ბოლო წლებში ქართველებისთვისაც ახლობელი გახდა, რადგან ნომინაციებზე ქართველი დიზაინერები: დემნა გვასალია და დევიდ კომაც არიან წარდგენილები.
ამჯერად ჩვენი ყურადღება დევიდ კომამ მიიქცია. ის დაჯილდოვების ცერემონიალზე გუშინ "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზთან სარა სამპაიოსთან ერთად მივიდა.