გასაკვირი აღარ არის, რომ ცნობილი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების ტანსაცმელსა და აქსესუარებზე აკეთებენ არჩევანს. გიორგი ქებურია ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერია, რომლის სამოსშიც უამრავი ცნობადი სახე ვიხილეთ. მათ შორისაა ლედი გაგა და ლორდი.
ახლა კი, ყველაზე სკანდალური ოჯახის წევრმა, კორტნი კარდაშიანმა ქართველი დიზაინერის სათვალე მოირგო.
რამდენიმე დღის წინ კი ლინდსი ლოჰანი გამოცემა "Paper Magazine"-სთვის გიორგი ქებურიას სამოსში მოგვევლინა, სადაც მსახიობა Disney-ს პრინცესები განასახიერა.