წერილის ავტორი გახლავთ პიროვნება, რომელიც მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, შემდეგ კი იყო მნიშვნელოვან ბიზნესში. გარკვეული მოსაზრებების გამო, მის ვინაობას არ ვამხელთ. “ჩემი აზრით, ხშირად უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე. ეგ ის კაცია, რომელიც ნიღაბჩამოფარებული დარბოდა დიდუბის მეტროსთან ავტომატით და არბევდა გამსახურდიას მომხრეებს. ეს ერთი, ახლა მეორე – როდესაც კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა რუსთაველის პროსპექტი დაანგრიეს და ზვიად გამსახურდია გააძევეს, მოსკოვიდან ჩამობრძანდა “თეთრი მელა”.
სწორედ მაშინ შეიქმნა რუსთაველის პროსპექტის აღდგენის ფონდი და ამ ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა ბუბა კიკაბიძე. ტელევიზია ყოველდღე უჩვენებდა, რამდენი რიგები იდგა ამ ფონდში ფულის შეტანაზე, ქალები როგორ იხსნიდნენ ხელებიდან ძვირფასეულობას და ტოვებდნენ. თავიდან დიდი რიგები იყო, მე ერთი თვის შემდეგ მივედი კინოს სახლში, სადაც მეორე სართულზე ექვსი ადამიანი იჯდა და იღებდა შემოწირულობებს.
15 წუთი მაინც მომიწია რიგში დგომამ, ჩავაბარე 2 ათასი მანეთი ერთ-ერთ მოლარეს. პროცედურა სწრაფად ხდებოდა – გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი და თანხის რაოდენობა. მე დღესაც მაქვს ბუბა კიკაბიძის მიერ ხელმოწერილი ბარათი. ყველა მოლარეს გვერდით ტომარა ედგა და შემოსულ ფულს შიგ ყრიდნენ. დამთავრდა შემოწირულობები, ასობით მილიონი მანეთი და ძვირფასეულობა ფონდის საწყობში მოათავსეს. ბუბა კიკაბიძემ დაიქირავა თვითმფრინავი, ჩატვირთა ეს ყველაფერი და გადაფრინდა მოსკოვში, სადაც პრესტიჟულ ადგილებში შეიძინა რესტორნები. მას ერთი აგურიც არ უყიდია რუსთაველის პროსპექტის აღსადგენად. აი, ასეთი მძარცველი არაკაცი თურმე ყოველთვე ივანიშვილისგან 5 ათას ლარს იღებდა.
ეს შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოებას ხშირად უნდა შეახსენოთ ხოლმე ამ არაკაცის შესახებ, ხალხის შიშით ის ვერ უნდა გამოდიოდეს ქუჩაშიც კი”. - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ვაჟა აფშინაშვილი