ბოლო დროს, ქეთა თოფურია ინსტაგრამის გამომწერებს აქტიურად უზიარებს გლამურულ კადრებს უახლესი ფოტოსესიიდან, რომლებიც ათასობით ადამიანმა მოიწონა, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მომღერლისათვის არც კრიტიკა დაიშურეს.
როგორც კომენტარებიდან ჩანს, გულშემატკივრები ქეთას წონის საგრძნობლად კლებამ გააკვირვა და ურჩიეს ამ პრობლემისთვის მიეხედა.
მომღერალს გამოხმაურება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ინსტაგრამზე მათ ამცნო, რომ წონაში კლება გადატვირთული გრაფიკისა და ბოლო დროს გადატანილი სტრესის ბრალია.
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მეგობარ ბიჭთან - რეპერ გუფისთან დაშორებას უკავშირდება, თუმცა ფაქტია რომ A Studio-ს სოლისტი თვალისმომჭრელად გამოიყურება.
მოგვიანებით, მომღერალმა გამომწერებს ხუმრობით მიმართა და ურჩია ცოტათი უფრო კეთილები ყოფილიყვნენ მისდამი.