ვინ და რატომ ემუქრება პრინც ჰარის მოკვლით?

ვინ და რატომ ემუქრება პრინც ჰარის მოკვლით?

ამერიკული ძალადობრივი დაჯგუფება ნეო-ნაცისტების ბრიტანული ანალოგის წევრები პრინც ჰარის მოკვლით ემუქრებიან.

დაჯგუფების წევრები სოციალურ ქსელში პოსტერს ავრცელებენ, რომელზეც მუქარის ამოკითხვა მარტივია – პრინც ჰარის თავში იარაღი აქვს დამიზნებული.

ნეონაცისტების გაღიზიანება პრინცი ჰარის მეგან მარკლთან ქორწინებამ გამოიწვია. მეგანს შერეული სისხლი აქვს, მისი დედა, დორია რეგლანდი აფრო-ამერიკელია. სწორედ ამის გამო, პრინც ჰარის ნეონაცისტები “რასის მოღალატეს” უწოდებენ და მას მოკვლით ემუქრებიან.