საბჭოთა კინორეჟისორის ლეონიდ გაიდაის ქვრივი იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მისმა მეუღლემ „კავკასიელი ტყვე ქალის“ მსახიობ ნატალია ვარლეიზე(ნინა) ძალადობა სცადა.
ნინა გრებეშკოვას თქმით, ნატალია ვარლეის სიტყვების მიზეზი „კლიმაკსი გახდა“, ჟურნალისტებს კი ქვრივმა ურჩია „ნაგავში არ იქექონ“.
„კითხვით გაიდაის მიმართეთ, მაგრამ ის უკვე 25 წელია გარდაცვლილია. ჩემთვის ეს საინტერესო არ არის“,– დასძინა გრებეშკოვამ.
7 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ნატალია ვარლეიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში, „კავკასიელი ტყვე ქალის“ გადაღების დროინდელი ინციდენტი გაიხსნა.
მისი თქმით, რეჟისორმა სასტუმრომდე მისი გაცილება მოინდომა, შემდეგ მის ნომერში შევიდა და სავარძელში მოკალათდა.
ვარლეი წერს:
„ძალიან უხერხული ვითარება შეიქმნა. ვცადე უხერხულობის განმუხტვა. ამის შემდეგ ნომერში მისი მეუღლე შემოვიდა. გაიდაიმ გასვლა გადაწყვიტა, თუმცა ბოლო მომენტში მობრუნდა, კარი ჩაკეტა და ჩემი კოცნა სცადა“.
ლეონიდ გაიდაიმ „კავკასიელი ტყვე ქალი“ 1966 წელს გადაიღო.
რუსი საბჭოთა კინორეჟისორი, სცენარისტი და სახალხო არტისტი ლეონიდ გაიდაი 1993 წელს გარდაიცვალა.