ლოთი ქობალიამ მუზეუმიდან იარაღი გაიტანა

ლოთი ქობალიამ მუზეუმიდან იარაღი გაიტანა

ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ჯემალ როგავას განცხადებით, მუზეუმიდან დაკარგულია უნიკალური ნივთები.

ერთ-ერთი დამსახურებული ქართველი აკადემიკოსის ვიზით, ლოთი ქობალიამ მუზეუმიდან გაიტანა 164 ერთეული არასამუზეუმო დანიშნულების იარაღი.

მისი თქმით, მუზეუმის თანამშრომლებმა არ მისცეს მას საშუალება, აღერიცხა მუზეუმის ფონდები, დოკუმენტები, ფასეულობა. მერიის მიერ გამოყოფილი კომისია კი საცავში არ შეუშვეს.

მუზეუმის თანამშრომლები ყოფილი დირექტორის მიმართ უნდობლობის მიზეზად მის არაკომპეტენტურობას ასახელებენ - როგავა თეატრმცოდნეა.