მიხეილ მაჭავარიანმა ლევან მამალაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა და მამალაძის მიერ გამოთქმული ბრალდებების შესწავლა მოითხოვა.
მამალაძის განცხადებით, ბრალდება ენერგეტიკაში ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მიერ 2000-2001 წლებში მითვისებულ 400 მილიონ ლარს ეხება.
მაშინ მიხეილ მაჭავარიანს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტი ეკავა.
„მაჭავარიანს, ეტყობა, დაავიწყდა, როგორ ნაწილდებოდა ჟვანიას ოთახში მილიონები.
იმედია, პროკურატურა ამ ფაქტებს მაჭავარიანს და მის მეგობრებს დეტალურად გაახსენებს. მზად ვარ, წარსულის გახსენებაში დავეხმარო პროკურატურასაც და მიხეილ მაჭავარიანსაც“, - აცხადებს ლევან მამალაძე.