ჯგუფ “ELENIUM“–ის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ჯგუფ “ELENIUM“–ის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ევროპული საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, პოპულარული ფინური "progressive death" მეტალ ჯგუფი – “ELENIUM“, გიტარისტების გარეშე დარჩა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჯგუფის ერთ–ერთმა დამაარსებლებმა – კასპერი ჰეიკინენმა და ტომი ლეინონმა გადაწყვიტეს, თავისანთი ძალები სოლო–კარიერას მოახმარონ და ახალი ერთობლივი სოლო–პროექტი დაიწყონ.

 

მათი პროექტი კი ძალიან განსხვავდება, იმ სტილისა და მუსიკალური ფილოსოფიისაგან,  რასაც “ელენიუმი“ ქადაგებდა. ახალ ჯგუფს სახელად ”MERGING FLARE” დაარქვეს და 80 იანი წლების სტილის მძიმე მეტალს უკრავენ, ჰარდ როკის ელემენტებით.

 

“ელენიუმი“ კი, როგორც იცით,  თანამედროვე ჟღერადობის ჯგუფია, რომელიც სულ უფრო და უფრო ვითარდება. თუმცა, მუსიკოსებმა მაინც ძველსა და გატკეპნილ გზაზე სიარული არჩიეს.