როგორც შესავალ ნაწილში აღინიშნა, რუსეთის იმპერიის დაფუძნება, მისი ექსპანსია და მათ შორის საქართველოს და დანარჩენი კავკასიის ანექსია, ამ იმპერიის მიერ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციის ერთ-ერთ ასპექტად იდენტიფიცირებადი მოვლენაა. მაგრამ საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის პირობებში, მართვის მანიის კლასის ქართველ ერსა და ძლევის მანიის კლასის რუს ერს შორის (რომელიც განაგრძობდა არსებობას რუსეთის სივრცეზე, აქ დასავლეთევროპული ცივილიზაციის წარმომდგენ, აღნიშნულ კასტური ეფექტის ფენომენთა დომინირების მიუხედავად) მჭიდრო და უშუალო კონტაქტის დამყარებამ რუსეთის იმპერიის სივრცეზე ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის განვითარება – ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადო ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსული ფენომენის რეალიზაცია – გახადა შესაძლებელი. ამით დასავლეთევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების კონფლიქტის სიმწვავე და მასშტაბი დიდად გაიზარდა. ქართული სამეულის პირველი წევრი, სტალინი, ამ პროცესში ეგეოსური ცივილიზაციის შეუქცევადი დაწინაურების პერსონიფიკაციაა (1922 წელს სსრკ-ს შექმნა; 1929 წელს ნეპ-ის აღკვეთა და ტოტალური რენაციონალიზაციის და კოლექტივიზაცის პოლიტიკის დამყარება; 1943 წელს საბოლოო გარდატეხა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში. იხ. ავტორის წერილი – “სტალინი”).
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შედეგის დაფიქსირება შესაძლებელი იყო საუკუნეზე მეტი ხნით ადრეც. ეს შესაძლებლობა პეტრე ბაგრატიონის ფენომენთან არის დაკავშირებული: პეტრე ბაგრატიონის უდიდესი პოპულარობა რუსეთის არმიაში მომსახურე რუსებს შორის (ანუ, არა ცხრომის მანიის თუ ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსულ ფენომენებთან, არამედ ძლევის მანიის კლასის რუს ერთან ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში რეზონანსული კონტაქტი, რომლის კვალი რუსულ არისტოკრატიასაც დაეტყო, რის მაგალითადაც შეიძლება დასახელდეს პეტრე ბაგრატიონის ხელქვეითად ნამსახურები, მიხეილ ვორონცოვი, – საქართველოს მთავარმართებელი 1844 –1854 წწ. – ქართველებისადმი მისი დამოკიდებულების მიხედვით) და პეტრე ბაგრატიონისა და იმპერატორ პავლე I-ის ასულის, ეკატერინეს ორმხრივი სიყვარულის ფაქტი ქმნიდა საქართველოს და რუსეთის დინასტიური ქორწინებით (კატალონიისა და კასტილიის, შოტლანდიისა და ინგლისის გაერთიანების აქტების ერთგვარი ნიმუშით, თუმცა – თვისებრივად სხვაგვარ ელემენტთა წყვილით) გაერთიანების საფუძველს, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადო ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსულ ფენომენად მისი ტრანსფორმაციით.
იმპერატორ პავლე I-ის, როგორც მასონური მოძრაობის ლიდერის (მალტის ორდენის უმაღლესი იერარქის), მკვლელობის ფაქტში ასახული, დასავლეთევროპული ცივილიზაციის თანადროული მდგომარეობის (მისი პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციის) უარსებითესი მახასიათებელი – ორმაგი ეფექტის მისეულ ფენომენთა ცხრომის მანიის ეფექტის და ფორმის მანიის ეფექტის ფენომენებად დაცალკევების ტენდენციის და ამ ფენომენებს შორის გაფართოების ობიექტის როლისთვის უმწვავეს ურთიერკონკურენციის განვითარება, რაც გრძელდებოდა XIX ს. შუახანებამდე, – შესაძლებელს ხდიდა რუსეთის იმპერიის სივრცეზე ეგეოსური ცივილიზაციის გავლენის გადამწყვეტ ფაქტორად გადაქცევას, რაც აღნიშნულ დინასტიურ კავშირს შეეძლო გამოეხატა. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში რუსეთის იმპერია (უკვე, ბაგრატიონთა დინასტიით, ეგეოსური ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფენომენად ტრანსფორმაციის ტენდენციას დაქვემდებარებული) შეიძენდა ქართველი ერის სრულ მხარდაჭერას, რაც კავკასიაში (მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში) წინააღმდეგობის განვითარებას (ჩრდილოეთკავკასიის ფუნდამენტურ ისლამიზაციას) გამორიცხავდა და, ისლამურ სამყაროში დაწინაურებული ქართული ელემენტის (განსაკუთრებით: მამლუქობა – ერაყსა და ეგვიპტეში, ყულის ინსტიტუტი – ირანში) გავლენის გათვალისწინებით, წინააზიაში რუსეთის იმპერიის მასშტაბურ ექსპანსიას უზრუნველყოფდა. ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ ეგეოსურ ცივილიზაციაში პეტრე ბაგრატიონს შეეძლო განევითარებინა ქართველი ერისადმი მიმართება, რომელიც, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში, კორსიკელ ერთან ნაპოლეონის მიმართას ან, ეგეოსურ ცივილიზაციაში, მაკედონელ ერთან ალექსნდრე დიდის მიმართებას შეიძლება შევადაროთ.
– მართალია, ისტორიისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ფაქტები, მაგრამ არ შეიძლება ფაქტად არ ჩავთვალოთ ჩაშლა მოვლენათა განსაზღვრული მიმართულებით განვითარების ტენდენციისა, რის ალტერნატიულობასაც ობიექტური საფუძველი ეძებნება და რისი აქტუალიზებულობა ფაქტობრივ დასტურდება.
1800 წელს იმპერატორ პავლე I-ის ინიციატივით პეტრე ბაგრატიონის ერთ-ერთ ფრეილინაზე ქორწინება (იმპერატორმა თვითონ იკისრა შუამავლობაც და მეჯვარეობაც) საქართველო-რუსეთის აღნიშნული (დინასტიური) გზით გაერთიანების პერსპექტივის ჩაშლაზე გამიზულ აქტად უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ეკატერინე პავლეს ასული მხოლოდ 12 წლის იყო, რადგან სწორედ ამ წელს უმწვავესად იდგა ქართლ-კახეთის სამეფოს მემკვიდრეობის საკითხიც და, როგორც 1801 წლის დასაწყისში პავლე I-ის მკვლელობამ აჩვენა, რუსეთის სამეფო მემკვიდრეობის საკითხიც; 1801 წელს იმპერატორად კურთხეულ ალექსანდრე I-ის პირველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების ფაქტი – აღნიშნული ალტერნატივის დეზაქტუალიზაციის ტენდენციის სტაბილიზაციის მცდელობის გამოხატულებაა.
რომ არა 1801 წელს პავლე I-ის მკვლელობა, ქართლ-კახეთის სამეფო მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტა, შესაძლებელია, 1804 წლამდე ანუ ეკატერინე პავლეს ასულის მოწიფულობის ასაკს მიღწევამდე და პეტრე ბაგრატიონთან მისი გაზიარებული გრძნობის წარმოშობამდე გაჭიანურებულიყო, რაც, საფრანგეთის ექსპანსიის პირობებში რუსეთში სამხედრო ლიდერის ფუნქციის აქტუალიზაციის გათვალისწინებით, პეტრე ბაგრატიონთან დაკავშირებულ, აღნიშნულ ალტერნატივას მოვლენათა განვითარების უპირატეს ალტერნატივად აქცევდა (ის ფაქტი, რომ აღნიშნული ალტერნატივის სათანადო პირობები თუმცა კი – ასინქრონულად, მაგრამ, რომ, მაინც, გამოვლინდნენ, ორი ცივილიზაციის კონფლიქტის ამსახველი საზოგადოებრივი პროცესების ინერციის გამოვლენის მაგალითად შეიძლება დასახელდეს).
პეტრე ბაგრატიონსა და ეკატერინე პავლეს ასულს შორის წარმოშობილი ურთიერთდამოკიდებულების გავლენით ჩაიშალა ქორწინება ნაპოლეონისა ეკატერინე პავლეს ასულზე, ანუ – რუსეთსია და საფრანგეთის კონსოლიდაციის, აზიაში დასავლეთევროპული ცივილიზაციის ექსპანსიის (ირანისა და ოსმალეთის ანექსიის) დამატებითი რესურსის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ რუსეთის სივრცეზე უპირატესობა, ამ ეტაპზე, მაინც დასავლეთევროპულ ცივილიზაციას დარჩა, შესაბამისად, ქართველი ერის თვითრეალიზაციის ალტერნატივებს შორის, პავლე ციციანოვით პერსონიფიცირებული ალტერნატივა დაწინაურდა (1802 წელს პავლე ციციანოვი მთავარმართებლად დაინიშნა საქართველოში). ამგვარ ვითრებას ბოლო მხოლოდ სტალინის ინიციატივების შედეგებმა მოუღო.
სტალინმა ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის რეალიზაციაში, ამ ცივილიზაციის ფაზების ცვლის შესაბამისად, ორი განსხვავებული სტატუსი განივითარა: ეგეოსური ცვილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დამამთავრებელ ეტპზე – მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა; ხოლო 1927 წელს დაწყებულ, ეგეოსურ ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში – მადგარდობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა.
ამგვარ ცვლილებას თან ახლდა მისი წინა სტატუსის რეალიზაციასთან დაკავშირებულ, ქართველ ბოლშევიკთა გუნდის (მათ შორის, სერგო ორჯონიკიძის, აბელ ენუქიძის, მამია ორახელაშვილის, მთელი ე.წ. შულავერის კომიტეტის ყოფილი შემადგენლობის და ა.შ.) ნეიტრალიზაცია (1934-1937 წწ. რეპრესიების ერთ-ერთი, მაგრამ არა უმთავრესი ასპექტი), მისი ახალი სტატუსის სათანადო გუნდის აქტუალიზაციის სინქრონულად. ეს არის საფუძველი ლავრენტი ბერიას დაწინაურებისა, რომელმაც სტალინის მთავარი საყრდენი ქართველის როლში შესცვალა სერგო ორჯონიკიძე.
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაცია განხორციელდა ქართველი და რუსი ერების დომინირების არეებზევე, რადგან მაშინ სხვა სივრცე ამ ცივილიზაციას არ გააჩნდა. ეს ნიშნავს ამ ერთა თავდაცვითი რეაქციების დათრგუნვას, რასაც ასახავს მნიშვნელოვანი მსხვერპლი ქართული და რუსული ინტელიგენციების რიგებში: ვლადიმერ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი, ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტერენტი გრანელი, გიორგი დანელია (მიკრობიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი), სანდრო ახმტელი (რომლის საქმეც, სტალინთან მისი პირადი კონტაქტის გათვალისწინებით, ქართველ ბოლშევიკთა ძველმა ელიტამ სცადა სტალინისგან ლავრენტი ბერიას, როგორც ქართველ ბოლშევიკთა ახალი ელიტის ლიდერის, ჩამოსაშორებლად გამოეყენებინა) და ა.შ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის საყრდენის ფუნქცია არ არის ლავრენტი ბერიას ქართული სამეულის წევრად დასახელების საფუძველი, რადგან ეს მხოლოდ სტალინის მეორე ფუნქციური სტატუსის რეალიზაციის კერძო ასპექტს წარმოადგენდა.
ქართული სამეულის წევრად ლავრენტი ბერიას ფენომენი ე.წ. სპეცკომიტეტის (სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სპეცკომიტეტის) თავმჯდომარეობამ აამაღლა. ეს ინსტიტუტი, რომელის შექმნაც ინიციირებულ იქნა სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1945 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით, ლავრენტი ბერიას, ერთდროულად, სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფაქტობრივად ერთპიროვნული ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა, როგორც პარალელური ხელისუფლება, მართვის ექსკლუზიური სფეროთი. “განვითარების მთავრობა”, როგორც მას უწოდებენ, აერთიანებდა სამ მიმართულებას: 1) ატომური იარაღი, ატომური ენერგეტიკა და ატომური მრეწველობა; 2) სარაკეტო ტექნიკა; 3) მაღალი სიზუსტის იარაღი (ელექტრონიკა, რადარები, საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მართვადი რაკეტები).
აღნიშნავენ, რომ ლავრენტი ბერია ყველა მიმართულებას პირადად უძღვებოდა, ნოვატორული მეთოდებით და სტრატეგიულ გამოწვევებზე ასიმეტრიული (ნაკლებხარჯიანი მაგრამ მაღალეფექტური) პასუხების ძიების პრიორიტეტად დაწესებით. ამ გასაიდუმლოებული სტრუქტურის პროდუქტიულობა ცხადყო 1949 წელს – ატომური ბომბის, 1953 წლისთვის თერმობირთვული ბომბის შექმნით დაწყებულმა ტექნოლოგიურმა გარღვევამ.
საგანგებო კომიტეტი ლიკვიდირებულ იქნა 1953 წლის 26 ივნისს, ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციის დღესვე. მისი დაწესებულებები (სამეცნიერო ინსტიტუტები, საკონსტრუქტორო ბიუროები, ქარხნები) განაწილდა სამინისტროებს შორის. შედარებით მსხვილი ნაწილი ჩამოყალიბდა ე.წ. საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროდ. აღნიშნავენ, რომ ამგვარმა დანაწევრება-დეზორგანიზაციამ და მიდგომების შეცვლამ (ასიმეტრიული პასუხების ძიების პრიორიტეტის მოხსნამ) დიდად შეანელა საბჭოეთის ტექნოლოგიური წინსვლის ტემპი, თუმცა, ექსპერტების აზრით, ლავრენტი ბერიას – XX საუკუნის უდიდესი მენეჯერის, როგორც მას უწოდებენ, – დამსახურებით შექმნილი ფუნდამენტის წყალობით, საბჭოეთის ტექნოლოგიური მოწინავეობა ინერციით გაგრძელდა 1968 წლამდე.
სიცხადისთვის დავასახელებთ ამაზე მეტყველ ფაქტთაგან რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილს. საბჭოეთში: 1950-იან წლებში დაიწყო ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობა, შეიქმნა მსოფლიოში პირველი წარმატებული რეაქტიული ლაინერი ტუ-104 და პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანები (მართვადი რაკეტებისთვის) და სტრატეგიული თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ე.წ. მოსკოვის დაცვის სარტყელი, რომელსაც შეეძლო როგორც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების, ასევე, მათგან ჩამოგდებულილ ატომური ბომბების განადგურება; 1954 წელს ამუშავდა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური; 1957 წელს განხორციელდა მსოფლიოში პირველი თანამგზავრის და პირველი ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა, 1960 წელს – მსოფლიოში პირველად მობილური სარაკეტო კომპლექსის წარმატებული გამოყენება (ჩამოგდებულ იქნა დიდ სიმაღლეზე მოქმედი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი); 1961 წელს მოხდა მსოფლიოში პირველი წარმატებული გამოყენება-გამოცდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა (შეერთებულ შტატებში ანალოგიურ შედეგს მხოლოდ 1984 წელს მიაღწიეს) და დასრულდა მართვადი ტაქტიკური რაკეტების შექმნა; ამავე წელს, მსოფლიოში პირველად, განხორციელდა პილოტირებული ფრენა კოსმოსური ხომალდით; ღია კოსმოსში ადამიანის პირველი გასვლა და მთვარის უკანა მხარის პირველი ფოტოგადაღებაც საბჭოეთის მიღწევაა; 1960-იან წლებში საბჭოეთში შეიქმნა მაღალეფექტური, ე.წ. ჩაკეტილი ციკლის რეაქტიული ძრავები კოსმოსური ხომალდებისთვის (ნკ-33 და მისი მოდიფიკაციები), რაც დღესაც მიუღწეველია დანარჩენი მსოფლიოსთვის (ამერიკა რუსეთისგან ყიდულობს მათ), ისევე, როგორც კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნის ტექნოლოგია, რის გამოც თანამედროვე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საფუძველი რუსული (რუსეთმა დაისაკუთრა საბჭოეთის მემკვიდრეობა) კოსმოსური ბლოკია და ა.შ.
საბჭოეთის ამგვარ ტექნოლოგიურ დაწინაურებას და ამ მოვლენის ლავრენტი ბერიას სახელთან დაკავშირებას, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, ღრმა საფუძველი აქვს.
ლავრენტი ბერიას – “მეორე ქართველის” – აღნიშნული სტატუსის ჩამოყალიბება დაიწყო 1941 წელს საბჭოთა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის წევრად მისი არჩევით. ის გახდა სამხედრო მრეწველობის კურატორი და, განსაკუთრებული დამსახურებისთვის 1944 წელს ამავე ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილედ და ატომური იარაღის შექმნის პროგრამის კურატორად დაინიშნა. საბჭოთა პოლიტიკურ ელიტაში ეკონომიკის სამხედრო სექტორის კურატორის ფუნქციით ბერიას დაწინაურება გამოხატულებაა ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ფუნქციის აქტუალიზაციისა, ფორმის მანიის კლასის გერმანელი ერის ექსპანსიის პირობებში, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის დაცვის პრობლების აქტუალიზაციის საფუძველზე. ხოლო ამ ეფექტის პერსონიფიკაციად ლავრენტი ბერიას – ქართველი ერის წარმომადგენლის – დაფიქსირება ამ მოვლენის, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზაციის მნიშვნელობით რეალიზაციის გამომხატველია. სპეცკომიტეტი იქცა ამ მოვლენის ინსტიტუციურ განვითარებად, შეიარაღების სფეროში, უკვე, ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის რომლის ინსტიტუციურ განვითარებადაც წარმოგვიდგება სამხედრო ორგანიზაცია “ნატო”, დროებითი დაწინაურების პირობებში (ატომური ბომბი ევროპელმა მეცნიერებმა შექმნეს ამერიკელი ერის საწარმოო ბაზის გამოყენებით). ეს არის ლავრენტი ბერიას ფენომენის მაღალეფექტურობის საფუძველი.
ამდენად, როდესაც 1948 წელს ეგეოსურ ცივილიზაციაში დაიწყო მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზა, სწორედ, ის აღმოჩნდა საბჭოეთის ლიდერის სტატუსისთვის საუკეთესო პოზიციაში. ახლი ფაზის დასაწყისი ნიშნავდა საბჭოთა იმპერიის, როგორც ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის, დისფუნქციონალიზაციას, ანუ მისი ლიკვიდაციის შესაძლებლობას. შეუზღუდველი აქტუალიზაციის (პირდაპირი თვითრეალიზაციის) ხანა დაუდგათ ქართველ და რუს ერებს, რასაც წინ, მხოლოდ, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსი – საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერების (უკრაინელები, ებრაელები, არმენიელები, ბალტიისა და კასპიის რეგიონების ერები) თავდაცვითი რეაქცია – ეღობებოდა.
სტალინის მიერ მოვლენების განვითრებაზე კონტროლის შენარჩუნებისთვის ამ დაპირისპირების შენელების მცდელობამ ასახვა ჰპოვა 1951 წელს დაწყებულ ახალ რეპრესიებში, რომელიც განსაკუთრებით ქართველ ერს შეეხო, როგორც სიტუაციის ცვლის მთავარ ფაქტორს: ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა, მთელი ოჯახებით, მასობრივი გადასახლება შუააზიაში, ქართველი ერის აქტუალიზაციის შენელების ანუ დროის მოგების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან, ერთდრულად, სტალინი განაგრძობდა საბჭოეთის მოდერნიზაციის (უნდა ვიფიქროთ, თანადროულ ეპოქასთან ამ ფენომენის, ინტუიციით წვდომილ, შეუსატყვისობის დაძლევის) გზების ძიებას, ანუ საკუთარი ფუნქციური სტატუსის ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზასთნ შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას. ეს ცხადად არის წარმოდგენილი 1952 წელს გამოცემულ მის მონოგრაფიაში – “სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები”. მიჩნეულია, რომ ამ ნაშრომში სტალინი სსრკ-ს აქტივების მის მოქალაქეებზე თანაბრად განაწილებით მთელი საბჭოეთის ერთიან კორპორაციადსაბჭოეთის მოქალაქეების ამ კორპორაციის აქციონერებად გადაქცევის – “კორპორაცია-სსრკ”-ს შექმნის – იდეას ავითარებს, რაც, როგორც თანასწორობის კატეგორიის აქტუალიზაცია (აქტივების თანაბრად განაწილება), ძლევის მანიის ეფექტის გამოხატულებაა. ამ შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლება, როგორც გამცემი სუბიექტი და ამ გიგანტური კორპორაციის მართვის ინსტიტუტი, მართვის მანიის ეფექტის ფენომენად იდენტიფიცირდებოდა. ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენთან ასოცირებული კომპარტია ხელისუფლებისგან სრულად ჩამოშორებულ, იდეური აღზრდის ინსტიტუტად უნდა ქცეულიყო. აღზრდის პროცესის მეცნიერულ საფუძველზე დაყენების საბჭოეთში გავრცელებული პრინციპის გათვალისწინებით, საბჭოეთში ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებისგან ჩამოშორება (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კომპარტიის ლიდერის, სტალინის – სოციუმის რეგულირების თეორეტიკოსის და პრაქტიკოსი მეცნიერის – როგორც ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის პერსონიფიკაციის, მიერ პარტიის პოლიტიკურ ფუნქციის ერთპიროვნულად სრულად გათავისება) შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს, კომპარტიის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში ჩაყენებას, რაც სციენტოკრატიის ეპოქაში გადასვლის ტყენდენციის აქტუალიზაციის გამომხატველია.
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1928 – 1947 წწ.) ერთმმართველის სტატუსის აქტუალობა, ლავრენტი ბერიას დაწინაურების კვალდაკვალ სტალინთან მის ურთიერთობას მზარდი დაძაბულობის მომენტს ჰმატებდა (რაც 1945 – 1947 წლებში უშიშროების სამსახურებიდან ლავრენტი ბერიას სანდო პირთაგან წმენდასა და ე.წ. მეგრელთა საქმის სახით შემკავებელი მექანიზმის აქტუალიზაციაშია ასახული). ამავე გარემოებით აიხსნება, 1946 წელს, მეორე მსოფლო ომის მსვლელობაში დაწინაურებულ, მარშალ გიორგი ჟუკოვის ჩამოქვეითებაც.
ამის საპირისპიროდ, ეგეოსური ცივილიზაციის მომდევნო, მეხუთე ორმაგი ეფქტის ფაზაში (1948 – 1967 წწ.) ხელისუფლების უმაღლეს ინსტანციაში ინტენსივობითი მრავლობის მომენტის განვითარება, რაც ლავრენტი ბერიას სტალინთან გავლენით გათანაბრების ტენდენციაშია ასახული, არა პრობლემას, არამედ ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის ხელშემწყობ და, ამდენად, პრიორიტეტულ ფაქტორს წარმოადგენდა (ამით აიხსნება 1948 წლიდან სტალინის და ლავრენტი ბერიას ურთიერთობაში დაძაბულობის მოხსნა). 1953 წელს სტალინის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ერთბაშად გააუქმა ახალი ფაზის რეალიზაციის ხელშემწყობი ეს ფაქტორი და ლავრენტი ბერია საბჭოეთის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსში ჩააგდო, რაც საპირისპირო ალტერნატივის – ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის აქტუალიზაციის – ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენდა.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლავრენტი ბერიას გავლენის ფაქტობრივად შეუზღუდველი ერთპიროვნული მმართველობის ზღვარამდე ამაღლებაზე მეტყველებს უმაღლესი თამამდებობების განაწილების მის კომპეტენციად დაფიქსირების ფაქტი – მის მიერ გიორგი მალენკოვის და ნიკიტა ხრუშჩოვის, შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარედ და კომპარტიის პირველ მდივნად დაწინაურების ინიციირება – და შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება ლავრენტი ბერიას ხელქვეით, მის მიერ სპეცკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შენარჩუნების პირობებში; ასევე, გერმანიის საკითხთან დაკავშირებული მოვლენები:
– როგორც ცნობილია, მან უარყო გერმანიის გაყოფის და მის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა სისტემის ჩამოყალიბების მცდელობის პოლიტიკა, ნატოს ბლოკში ჩაურთველი ერთიანი გერმანიის იდეის სასარგებლოდ (ექსპერტების აზრით, ამ საკითხზე, ის, შუამავლებით ეკონტაქტებოდა კონრად ადენაუერს); 12 ივნისს საბჭოთა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო გერმანიის გაერთიანების პოლიტიკის არჩევის გადაწყვეტილება; 26 ივნისს ნეიტრალიზებულ იქნა ლავრენტი ბერია; 29 ივნისს საბჭოთა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა გააუქმა თავისი 12 ივნისის გადაწყვეტილება; მომდევნო პუნქტად დაფიქსირდა გადაწყვეტილება სპეცკომიტეტის გაუქმების შესახებ (რიგორც იტყვიან – კომენტარი ზედმეტია).
აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციისთანავე შეწყდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული, პოლიტრეპრესირებულთა მასობრივი გათავისუფლების პროცესი და გამოძიებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ჰუმანიზაციის პოლიტიკა. მაშინვე იქნა აღკვეთილი, ასევე, მის მიერ ინიციირებული, მოკავშირე რესპუბლიკებში ე.წ. მეორე მდივნის (ცენტრის წარმომადგენელი მეთვალყურის) ინსტიტუტის გაუქმებულობა (ლავრენტი ბერიას ინიციატივით მოკავშირე რესპუბლიკების უმაღლეს პარტიულ და სამთავრობო ინსტიტუტების წევრთათვის ნორმად დაფიქსირდა მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის ცოდნა – ცენტრიდან სასურველი მეთვალყურის დანიშვნის შემფრხებელი პირობა), რაც მოკავშირე რესპუბლიკებზე საკავშირო ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის შესუსტების შესაძლებლობას ქმნიდა.
რეოგორც სჩანს, ლავრენტი ბერია თავადაც გრძნობდა სტალინის მოულოდნელი გარდაცვალების შედეგად, უნებლიედ წარმოშობილი მისი ახალი ფუნქციური სტატუსის ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში ქართველი ერის თვითრეალიზაციის ოპტიმალურ ალტერნატივასთან შეუსატყვისობას. ამაზე მეტყველებს მის მიერ მთავრობის მეთაურის თანამდებობის გიორგი მალენკოვისთვის, როგორც ძლევის მანიის კლასის რუსი ერის წარმომადგენლისთვის, დათმობა და დისფუნქციონალიზაციის ობიექტთან – ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენთან – ასოცირებულ სსრკ კომპარტიის ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სტრუქტურის უმაღლეს თანამდებობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის, როგორც ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის წარმომადგენლის, დანიშვნის ინიციირება. მაგრამ, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, გიორგი მალენკოვმა ვერ უზრუნველყო უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტში ინტენსივობითი მრავლობის მომენტის სრულფასოვანი რეაქტუალიზაცია. საამისოდ უკეთესი იყო სამხედრო ლიდერის, მარშალ გიორგი ჟუკოვის (მათ შორის, როგორც კომპარტიის როლის ნიველირების მომხრის) კანდიდატურა, მაგრამ ის ამ მომენტისთვის ჩამოქვეითებული იყო იმდენად, რომ, როგორც სჩანს, ქვეყნის პირველ ლიდერთაგანად მისი დაწინაურება შეუძლებელად ჩაითვალა – ლავრენტი ბერიამ შესძლო მისი დაწინაურება მხოლოდ შეიარაღებული ძალების მინისტრის პირველ მოადგილედ, მორიგი სვლის გაკეთება კი ვერ მოასწრო.