თუ 5 აპრილამდე თბილისში კრიმინოგენული მდგომარეობა არ შეიცვლება, სააკაშვილი ნარჩემაშვილისა და ქალაქის პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, სააკაშვილი ახალ სახალხო მოძრაობას ჩაუდგება სათავეში.
ბატონი მიხეილის განცხადებით, სამართალდამცავები ქალაქში კრიმინალურ ფაქტებს შეგნებულად არ აღრიცხავენ, რისი მიზეზიც კორუფციაა.
„პოლიციის რაიონულ განყოფილებებთან პოლიციის მანქანებში მათსა და კრიმინალებს შორის ყოველდღე ფულის ფრიალია, რის შემდეგაც არ ხდება კრიმინალების დაკავება.“ - განაცხადა სააკაშვილმა.