ლეიბორისტებმა პარტიის თითოეული წევრის ქონებრივი დეკლარაციის ხელმისაწვდომობის შესახებ განაცხადეს.
ქონების გამომზეურებას კი შალვა ნათელაშვილი იწყებს.
„შალვა ნათელაშვილმა ნუცუბიძის პლატოზე და დაბა ფასანაურში კუთვნილი ბინები გაყიდა, რის სანაცვლოდაც საბურთალოზე დაუმთავრებელ კორპუსში სამოთახიანი ბინის ჩონჩხი შეიძინა.“ - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.
ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ბინის დასრულებამდე ნათელაშვილი ისევ დაგირავებულ ბინაში, წერეთლის 55-ში იცხოვრებს.