სააკაშვილს არ უმასპინძლეს

სააკაშვილს არ უმასპინძლეს

მიხეილ სააკაშვილის თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ჩასვლას მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

სააკაშვილმა, დარბაზში დაძაბული სიტუაციის განმუხტვის უშედეგო მცდელობის შემდეგ, წინანდლის კულტურის სახლი უკანა გასასვლელიდან დატოვა.

დაპირისპირების მიზეზი კი წინანდლის ღვინის ქარხნის ყოფილი დირექტორისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - თამაზ ხიდაშელის გამოსვლა გახდა.

მან იმ ადამიანების სია წარმოადგინა, რომლებმაც გასულ წლებში ქარხნის აუქციონზე გაყიდვას შეუშალეს ხელი და იგი ქარხანას ჩამოაშორეს.