სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა „მოქალაქეთა კავშირს“ ამომრჩევლებისთვის შეპირებული მილიონი სამუშაო ადგილის ღირებულება დაუანგარიშა.
ერთი ოფიციანტის ადგილი, თურმე, ხუთი ათასი ლარი ღირს (იგულისხმება რესტორან „ევროპის“ დონე), მრეწველობის დარგში ინჟინრის ადგილი - 50 ათასი ლარი.
„შეპირებული მილიონი ადგილი ხუთი მილიარდი ლარი ჯდება, არადა, საქართველოს ბიუჯეტი მთლიანად ნახევარი მილიარდია. გამოდის, ათი წელი მარტო ერთი ოფიციანტის სამუშაო ადგილის შექმნას დასჭირდება“. - აღნიშნა რჩეულიშვილმა.