მიმდინარე წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მოხდენილ 23 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში დაიღუპა საქართველოს ცხრა მოქალაქე და დაშავდა 24.
საქართველოს საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილის, ჯუმბერ წივილაძის განცხადებით, თურქეთის მოქალაქეებმა მოახდინეს ხუთი ავარია (დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი), რუსეთის მოქალაქეებმა ათი ავარია (დაიღუპა სამი და დაშავდა ათი), გერმანიის მოქალაქეებმა ოთხი ავარია (დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი), გაეროს წარმომადგენლებმა ერთი ავარია (დაშავდა ორი), ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ერთი ავარია, (დაშავდა ერთი), ლიტვის მოქალაქემ ერთი ავარია (დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი), უკრაინის მოქალაქემ ერთი ავარია (დაშავდა ერთი).
გასულ წელს საგზაო პოლიციამ უცხოელების მიერ მოძრაობის წესების დარღვევის 279 შემთხვევა დააფიქსირა, რომელთაგან 36 იყო ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, 101 - დაუმორჩილებლობა და 32 - საავარიო ვითარების შექმნა.
1996 წელს კი უცხოეთის მოქალაქეებმა საქართველოში 17 ავარია მოახდინეს (დაიღუპა 17 და დაშავდა 41 ადამიანი). აქედან, 17 ავარია (დაიღუპა 17 და დაშავდა 33), თურქეთის მოქალაქეების ნამუსზეა.