სპორტის სასახლეში, 21 ნოემბერს, კომპანია “ტიფლის ივენთის" (TIFLIS EVENT) ორგანიზებით, ცოცხალი მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიირებენ: მგზავრები, ფრანი და სალომე კორკოტაშვილი.
“ტიფლის ივენთი” კონცერტს ძალიან დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა. ჯერ კიდევ ზაფხულში, აჭარაში უნდოდათ კონცერტის გაკეთება, მაგრამ რიგი მიზეზების გამო გადაიდო.
ხმა და განათებაზე კომპანია “ჯეი ეს ლაითი“ იზრუნებს. ეს არ არის ამ ორი კომპანიის ერთად მუშაობის პირველი შემთხვევა. მათ დიდ საკონცერტო დარბაზში “მგზავრების“ პირველ მასშტაბურ კონცერტზე ითანამშრომლეს და ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ 21 ნოემბრის კონცერტიც ასეთივე ლამაზი და ხარისხიანი გამოვა.
რატომ შეირჩა სწორედ ეს ჯგუფები? პასუხი მარტივია: ისინი დღეს ყველაზე რეიტინგულები არიან! ძალიან ხშირად ისმის კითხვა მომღერლების მისამართით, რატომ არ აკეთებენ კონცერტებს და ისინი ამბობენ, რომ დღევანდელ რეალობაში ეს შეუძლებელია. ეს შემსრულებლები ყოველდღე ამტკიცებენ საპირისპიროს. რისკი მიუხედავად მათი პოპულარობისა, ძალიან დიდია, იმიტომ, რომ სპორტის სასახლის არენდა, სცენა, ხმა, განათება ძალიან, ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
კონცერტის მედია–პარტნიორები არიან: ჟურნალები – “გზა“ და “რეიტინგი“, რადიოები – “ფორტუნა“ და “არ დაიდარდო“, გაზეთ „ვერსია“, “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ და ასევე – “რადიო.გე“.
“ტიფლის ივენთის“ წარმომადგენლები მადლობას უხდიან ნატალია ზუევას, კომპანია ”პიარ ოფისის“ დირექტორს, რომელმაც არ დაიშურა ენერგია იმისთვის, რომ კონცერტს ჰყოლოდა წარმომდგენი ისეთი ძლიერი კომპანიის სახით, როგორიც “რომპეტროლ საქართველოა“ და კომპანია “ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თეონა ბაღდავაძეს, რომელიც უკვე მეორედ დაუდგა გვერდით ”ტიფლის ივენთს“. ასევე, სპორტის სასახლის დირექტორს, ზურაბ ნაყეურს და უსაფრთხოების ელიტარულ სამსახურს – “გისსონს“, რომელიც იზრუნებს, როგორც კონცერტში მონაწილეების, ასევე მაყურებელთა უსაფრთხოებაზე.
”ტიფლის ივენთი“ 2010 წლის აპრილში დაფუძნდა, კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი პროექტი იყო 16 მაისს, “მგზავრების“ კონცერტი “თუკი საქართველო გიყვარს“ დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მეორე პროექტი, რომელიც “საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციასთან“ ერთად ჩატრდა, “ფოტომანი 2010“ ასევე ფართოდ იყო რეკლამირებული.
კონცერტის ბილეთები იყიდება ფილარმონიისა და სპორტის სასახლის სალაროებში