ჟურნალისტი ეკა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე იმ აგრესიაზე წერს, რაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებს შორის არსებობს.
“ტელევიზორს უფრო ჩართავს ადამიანი, ვიდრე “ფბ-“ს იქ მოკლედ მაინცაა სიუჟეტი, ისა, ესა, მოგწონს -არ მოგწონს, ეთანხმები-არეთანხმები, სრულდება.
აქ დაუსრულებლად ერთი და იგივე, ერთი და იგივე…
ან ვიღაც გეჩხუბება, ( პირადად შენ არა, მაგრამ მაინც), ვიღაც ჭკუას გარიგებს გამუდმებით, ვიღაც დაგცინის, ვიღაც ნიშნისმოგებით გემუქრება და რა ვიცი, დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ… ცალკე ქვეყანაა ჩვენი მამაპაპური “ფეისბუქი”. სახელი არ ვიცი რა ჰქვია უბრალოდ და მოსაფიქრებლად დროც არ მაქვს ამდენი,” – წერს ხოფერია.