როგორც „ალიასთვის“ გახდა ცნობილი, ადრიანო ჩელენტანო ბათუმში ჩასვლას აპირებს. კულუარული ინფორმაციით, მისი ვიზიტი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
ბათუმის ცენტრში მომღერალი კონცერტს ასლან აბაშიძის მხარდასაჭერად გამართავს. თბილისელებს მწარედ ახსოვთ, რომ იტალიელი ვარსკვლავის დედაქალაქში ჩამოყვანა არ მოხერხდა.
ტურისტულმა ფირმამ, რომელიც ჩელენტანოს კონცერტზე ახალი წლის ღამეს გვპატიჟებდა, სიტყვა არ შეასრულა.
თუმცა ამის მიზეზად მაშინ ჩელენტანოს ხასიათიც დასახელდა. პრეტენზიული მომღერალი თვითმფრინავით არ მგზავრობს, იტალიის ფარგლებს არ სცილდებაო და ასე შემდეგ... ამიტომ მისი ბათუმში ჩასვლის ამბავი შესაძლოა ბევრს არც დაეჯერებინა.
ჩვეულებრივ ის აჭარაში, ალბათ არც ჩავიდოდა, თუმცა ყველაფერი, როგორც გაირკვა, ბატონი ასლანის იტალიელმა სიძემ ამ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩელენტანო დიდი ხანია მას იცნობს, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდასაჭერად სიამოვნებით მოჰყვება.