ახლახან ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით, პარლამენტი ჟურნალისტებს „პრესის შესახებ“ კანონპროექტს უმალავს.
ექვსი თუ შვიდი თვეა, ეს კანონპროექტი არსებობს და მისი განხილვა რამდენჯერმე გაიმართა.
„ამას ინტრიგის ცუდი სუნი უდის. ჩვენ საიდუმლო სამსახური არ ვართ და თქვენთვის კანონპროექტი ნამდვილად არავის დაუმალავს“, - განაცხადა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე შემთხვევით მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა.
გაზეთ „იბერია-სპექტრის“ რედაქტორმა, ირაკლი გოცირიძემ კი ვერაფრით გაიგო, რატომ მოვიდა შეხვედრაზე სააკაშვილი და საბოლოოდ ყველაფერი მის დაინტერესებას მიაწერა.
და თუ გოცირიძემ, ძირითადად, სააკაშვილის საკითხი ვერ გაარკვია, მას-მედიის წარმომადგენლებმა ისიც ვერ გაიგეს, რისთვის შეიკრიბნენ, რა უნდოდათ და საკითხის განხილვა რით უნდა დაეწყოთ.