არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
,,მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის თითოეულ თქვენგანს. რადგან ვერ ვახერხებ, ყველას ვუპასუხო ზარებზე ან წერილებზე, ამიტომ ვწერ სტატუსად.
მამას მდგომარეობა გართულდა. დაემატა პნევმონია და თირკმელებზეც გართულებებია. დღეს აპარატზე გადაიყვანეს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ, თუმცა ვერ გვაიმედებენ. რა და როგორ იქნება, არ ვიცი, რაც შეგვიძლია, ვცდილობთ.
მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.”- წერს გამზარდია.